|
2019-06-15 11:25:55, 1002 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები და დაგეგმილი სიახლეები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაგროვდა. გასულ წელს, მეწარმეებმა და მევენახეებმა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლეს შეთანხმებების მიღწევა და რთველის შეუფერხებლად ჩატარება. გასული წლის მსგავსად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო არც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით ჩაერთვება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, 2019 წლის რთველის პერიოდში, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, მევენახეები და ღვინის კომპანიები დაცული ადგილწარმოშობის დასახელების - „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი“ და „მუკუზანი“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ. ეს, ხელს შეუწყობს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ქართული ღვინის ხარისხის ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორის სტაბილური განვითარებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის მაღალი ხარისხი არის მთავარი ფაქტორი ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დარგის განვითარების სწორმა პოლიტიკამ, ახალმა მიდგომებმა და კერძო სექტორთან აქტიურმა კომუნიკაციამ, ღვინის ინდუსტრია საგრძნობლად განავითარა. სააგენტო, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, შეძლებს ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი შეუქცევადი გახდეს და ქართულმა ღვინომ, საერთაშორისო ბაზარზე, პრემიუმ სეგმენტში დაიმკვიდროს ადგილი. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.
(NS)
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)