|
2019-06-13 14:22:19, 1083 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია
სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, აზიური ფაროსანის რიცხოვნობა შემცირდა. როგორც ლიპარტიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. "ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თერმული ნისლით შეწამვლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათით ადრე სატელეფონო გზავნილის მეშვეობით აფრთხილებს. დეტალური ინფორმაცია შეწამვლით სამუშაოებსა და მონიტორინგზე განთავსებულიa ვებგვერდზე parosana.ge. მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, რომლებიც ღონისძიებების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ითვალისწინებს მეფუტკრეების ინტერესებს და ფუტკრის დაცვის მიზნით, შეწამვლითი ღონისძიებები მეფუტკრეებთან შეთანხმებით, კოორდინირებულად იგეგმება. იმისათვის, რომ ფუტკარი მაქსიმალურად იყოს დაცული, თერმული ნისლით წამლობა ტარდება საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია. მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალისტების ჩართულობით მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში მარტიდან მიმდინარეობს. სესის ცნობით, მუდმივი მონიტორინგის შედეგად, საკოორდინაციო ცენტრის მიერ განისაზღვრა პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები, სადაც მავნებლის მაღალი რიცხოვნობა აღინიშნა. ერთი კვირის წინ დაიწყო და მიმდინარეობს საკარმიდამო ფართობების თერმული ნისლით დამუშავება. ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 2010 ჰა ფართობი. სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში განთავსებულია 3074 მონიტორინგის ფერომონი, დამონტაჟებულია 50 ათასზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რის შედეგადაც წერტილოვანი შეწამვლა 10 522 ჰა ფართობზე განხორციელდა. აღნიშნული სადგურები დამონტაჟებულია და გამოიყენება ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონებში, რომელთა მეშვეობითაც ტყიდან გამოსული მავნებელი ნადგურდება. მავნებლის კონტროლის ღონისძიებები (შეწამვლა) მიმდინარეობს საყანე მასივებშიც. სესში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა - მავნებელთან ბრძოლის მიზნით მობილიზებულია 250 სპეციალიზებული ტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)