|
2019-06-13 10:50:36, 1054 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე ბენარდი: შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მთავრობა ბიზნესმენების მოსაზიდად, პოლიტიკის დახვეწას ცდილობს
მუდამ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება; ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, სადაც ვსაქმიანობთ, საქართველო ყოველთვის გამოირჩევა პოზიტიური რეფორმებით, - ამის შესახებ კომპანია "სერბერუს ფრონტიერის" დირექტორმა ალექსანდრე ბენარდმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ლიდერია და ხშირშემთხვევაში ევროპის ბევრ ქვეყანასაც უსწრებს. „საქართველოს მთავრობა მუდამ ცდილობს პოლიტიკის დახვეწას უცხოელი ბიზნესმენების მოსაზიდად. ძალიან კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა საქართველოში და სწორედ ამიტომ გავხსენით წარმომადგენლობა თბილისში. მისი საშუალებით განვახორციელებთ ინვესტიციებს ქვეყანაში. ამავდროულად, მეტს გავაკეთებთ რეგიონშიც. ჩვენი კომპანია ამერიკული კერძო კაპიტალის ინვესტორია და მართვაში გვაქვს პორტფელი 40 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებით. ძალიან გაგვიმარტივდა საქართველოში მუშაობა და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენთან უფრო მარტივია ინვესტირება, ვიდრე ამერიკაში ან ევროპაში. უცხოური ინვესტიციებისთვის ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე ქვეყანაა საქართველო. ყოველთვის კარგად გვიღებდნენ. უკვე 3-4 წელია, კაპიტალდაბანდებას ვახორციელებთ თქვენს ქვეყანაში და ძირითადად ჰიდროენერგეტიკაში. ამ პოზიტიური გამოცდილების გამო სხვა სფეროებშიც შევალთ და ავითვისებთ ტელეკომუნიკაციების, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორებს. ეს ბაზარი ძალიან მოგვწონს და საქართველო არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნის ჭრილში, არამედ კავკასიის რეგიონიც ცენტრის სახითაც მომხიბვლელი ბაზარია", - განაცხადა ალექსანდრე ბენარდმა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)