|
2019-06-11 21:18:00, 1147 ნახვა
პოლიტიკა
პომპეო: საქართველო საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრი, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილეა
საქართველო საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილეა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით. "საქართველო უძველესი კულტურისა და ამაყი ხალხის სამშობლოა. მისი ისტორია კავკასიის უზარმაზარ მთებსა და შავი ზღვას შორის იწერებოდა. ქვეყნის დედაქალაქის - თბილისის - ცენტრში დრაკონის შემმუსვრელი წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული. ამ სვეტზე გამოსახული ამბავი ქართველი ხალხის სულისკვეთებას გამოხატავს - ერის მამაც და უშიშარ ხასიათს წარმოაჩენს. ამის მომსწრენი გავხდით მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოვაწერეთ ხელი და წელს ამ დოკუმენტის 10 წლის იუბილე აღინიშნება.ჩვენი ერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ პერიოდში საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის: თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება და კულტურათა დიალოგის შესაძლებლობების შექმნა. მთელი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ საოცარი გამძლეობა გამოიჩინა 2008 წელს რუსეთის მიერ მისი დაპყრობისა და ოკუპაციისას. დღეს საქართველო კვლავ მიიჩნევა საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრად, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილედ",- განაცხადა მაიკლ პომპეომ.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)