02:04 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 20:25:15, 1636 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოქრუაშვილის პარტიაზე: ახალი პარტია ყოველდღე იქმნება - როგორ დასრულდება ყველაფერი, არჩევნებზე ვნახავთ

„საქართველოში ახალი პარტია ყოველდღე იქმნება - როგორ დასრულდება ყველაფერი ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პარტიის შექმნას.

„უკვე 450 პარტიაა შექმნილი საქართველოში. ალბათ, 500-მდე გაიზრდება მომავალი არჩევნების ბოლომდე. ამ ახალ 50 პარტიას, ჯამში ალბათ, შეეძლება დაახლოებით ერთი პროცენტის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია. საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. ოქრუაშვილის განმარტებით, მას ახალ სახეებთან ერთად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics