|
2019-06-10 15:43:42, 2220 ნახვა
კომენტარი
ლონდა თოლორაია გოგიჩაიშვილს: არასოდეს შემისრულებია პოლიტიკური დაკვეთა - წარმატების მიზეზი ჩემი კეთილსინდისიერებაა
„მე არასოდეს მივეკუთვნებოდი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არ შემისრულებია არც ერთი პოლიტიკური დაკვეთა, ჩემი წარმატების მიზეზი ჩემი კეთილსინდისიერებაა“, - ასე უპასუხა სახელმწიფო ინსპექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლონდა თოლორაიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას წინა ხელისუფლების დროს მისი კარიერული წინსვლის შესახებ. როგორც თოლორაიამ აღნიშნა, არც ერთ საფეხურს არ ნანობს, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში, პროკურატურაში გაიარა. „თავდაპირველად მე ვიყავი სტაჟიორ - პროკურორი, მერე რიგითი პროკურორი. ამ პერიოდში ცხადია, მე მიწევდა როგორც გამოძიების წარმოება, ისე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სისხლის სამართლის საქმეს, სადაც პროცესის რომელიმე მონაწილე იტყვის, რომ ლონდა თოლორაიამ რაიმე ეტაპზე მისი უფლებები დაარღვია. შესაბამისად, მე არ ვნანობ არც ერთ იმ საფეხურს, რომელიც პროკურატურაში გავატარე. პირიქით, ვამაყობ ყველა ეტაპზე ჩემი გაკეთებული საქმით იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ეტაპზე არაკეთილსინდისიერად ან კანონის უხეში დარღვევით ვახორციელებდი ჩემს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. რაც შეეხება მეორე ეტაპს, უკვე გახლდით მენეჯერი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტში და აქაც თქვენ ნახავთ ჩემ მიერ ხელმოწერილ არაერთ დოკუმენტს, რომელიც გენერალურ ინსპექციაში არის გაგზავნილი. მათ მე ვატყობინებდი პროკურორთა გადაცდომის შესახებ, თუ ასეთს ადგილი ექნებოდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ის იერარქიული და პროფესიული წარმატება, რომელიც მე ამ სისტემაში მქონდა, იყო მხოლოდ ერთადერთი მიზეზის დამსახურება - ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას. მე არ ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, რეჟიმების შეფასებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)