01:12 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 11:50:19, 1014 ნახვა

პოლიტიკა
შავგულიძე: თუ ამომრჩეველი აქტიური იქნება, მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა

თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ ბლოკ  „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ  განაცხადა.

როგორც შავგულიძემ განმარტა, დაბალი აქტივობის შემთხვევაში, ხელისუფლებას შანსი ექნება გაიყვანოს საკუთარი კანდიდატი.

„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად, მაგრამ თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ შესაცვლელია, ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, არჩევნებზე მოვა და პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა. მჯერა, რომ ვერის, უშუალოდ მთაწმინდის, სოლოლაკისა და ოქროყანის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს“, - განაცხადა შავგულიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics