|
2019-06-09 10:28:31, 1585 ნახვა
რეგიონი
ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მიიღო
ბათუმი World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო და ისეთ მნიშვნელოვან ნომინანტებზე, კონკურენტებზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია). ჯილდოს მიღებისას ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც დელეგაციის წევრებთან ერთად პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა. „ვულოცავ ბათუმს ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას. ესაა კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩვენი ქალაქისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის განვითარებას, ისე ყველა ქართული ოჯახის უკეთეს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. World Travel Awards-ის ჯილდო ბათუმის გარდა ევროპის წამყვანი საზღვაო მიმართულებისთვის მიიღო ალგარვემ (პორტუგალია), ფესტივალებისა და ივენთების წამყვანი მიმართულებისთვის გლაზგომ (შოტლანდია) და ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებისთვის პორტუგალიამ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები. „ჩვენი სტრატეგია ძალიან დიდი ხანი მოდიოდა აქეთკენ. ვულოცავ მთელ ქვეყანას, კუთხესა და ქალაქს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და აღიარებას. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც არ დაიზარა და ხმა მისცა ბათუმს“, - აცხადებს სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა მადეირას რეგიონული მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს. World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
(NS)
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
დააკავეს პირი, რომელმაც მაღაზიიდან კომპიუტერულ ტექნიკა მოიპარა
ტრამპი აცხადებს, რომ მისი შვილი დააბრუნებს იმ თანხას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ქორწილში დახარჯა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)