11:35 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 17:23:02, 820 ნახვა

რეგიონი
ჭალა-წყაროთის ბაღში გამოსაშვები ზეიმი გაიმართა

ჭალა- წყაროთის ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა პატარა მეგობრებთან ერთად ბაღის დასრულება კონცერტით აღნიშნეს.

 ბავშვებმა ჩვეული სიკეკლუცით აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს. სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ცეკვა, ლექსები და მინიატურული სცენები ცვლიდა.

 აღსაზრდელებს სკოლამდელი განათლების დასრულება და ზოგადი განათლების მისაღებად გზა დაულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ, საკრებულოს წევრმა ზურაბ ვაშაყმაძემ, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნათელა გოგიტიძემ.

 წელს შუახევის სააღმზრელო დაწესებულებებიდან 98 აღსაზრდელი პირველკლასელის სტატუსს მოირგებს, მათგან 4 ჭალა-წყაროთის ბაღიდან.

გამოსაშვები საღამოები ბაგა-ბაღების ყველა სტრუქტურულ ერთეულში გაიმართება.

ჭალა-წყაროთის ბაღში გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
დააკავეს პირი, რომელმაც მაღაზიიდან კომპიუტერულ ტექნიკა მოიპარა
ტრამპი აცხადებს, რომ მისი შვილი დააბრუნებს იმ თანხას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ქორწილში დახარჯა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics