|
2019-06-05 14:10:25, 2647 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: დადასტურდა ინფორმაცია, რომ მთაწმინდის არჩევნებში კრიმინალური სამყარო ივანიშვილის გუნდის სტრატეგიაა
"არჩევნებში გასამარჯვებლად ხელისუფლება კრიმინალურ ავტორიტეებს იყენებს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა. ბოკერიას განცხადებით მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები პრაქტიკულად ადასტურებს ამ ინფორმაციის სიზუსტეს. „გუშინ ჩემი და ელენე ხოშტარიას ბრიფინგის შემდეგ მედიაში გასულმა მმართველი გუნდისა და მასთან დაკავშირებული პირების კომენტარებმა პრაქტიკულად დაადასტურა ჩვენი ინფორმაციის სიზუსტე. საზოგადოებამ ჯერ ნახა თოფურიძე, მეტსახელად „კალაბოკა" და მგონი ის, რაც საზოგადოებამ იხილა, საკმარისი იყო იმ ინფორმაციის დასაზუსტებლად, რაც ჩვენ გვქონდა ხელთ, რომ ეს არის იმ სამყაროს წარმომადგენელი, რომლებიც ამ მეთოდებით მოქმედებენ - მოქალაქეების დაშინებით და ციხეში მყოფი ადამიანის ბედით სპეკულირებით, რაც არის უზნეობა და უკანონობა. ხოლო შემდეგ ვნახეთ "ქართული ოცნების", ივანიშვილის გუნდისა და კახაძის არარეგისტრირებული შტაბი, სადაც მისულ ჟურნალისტს სოხაძემ, რომელიც როგორც ვარკვევ, კალაძესთან დაახლოებული პირი, პოლიტიკური ფიგურა და ქალაქში ერთ-ერთი ლიდერია "ქართული ოცნების", პირდაპირ დაადასტურა ჩვენი მეორე, ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სწორედ კრიმინალური სამყაროს წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების აქტივიზაცია არის ივანიშვილის გუნდის და კახაძის მთავარი სტრატეგია დღეს მთაწმინდის არჩევნებში შავგულიძის წინააღმდეგ. პირდაპირ თქვა ამ კაცმა და ამ კომიკური, სამარცხვინო ფორმით დაგვცინა, ეტყობა, მაგათ კომპლექსი აქვთ ძველი ბიჭებისო, რა არის პრობლემა, კრიმინალური სამყაროს ხალხის გამოყენება კარგიაო. 1980-90-იანი წლების მორალი წაგვიკითხა მან და რაც მთავარია, დაადასტურა, რომ სწორედ ამ სამყაროში ეძებენ მხარდაჭერას და ამ ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებისთვის. აქ მთავარი საკითხია, რომ უნდა გაგვცენ პასუხი სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმა, კალაძემ, ივანიშვილის გუნდის საპარლამენტო ლიდერებმა, გახარიამ, რომელიც კანონპროექტს გვთავაზობს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციაზე“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. ბოკერიას თქმით, დადასტურდა ისიც, რომ "ქართულ ოცნებას" არარეგისტრირებული შტაბი აქვს. "ეს ფაქტი ყველამ ვიცოდით, მაგრამ ახლა არის დოკუმენტური დადასტურება. დოკუმენტებში, რომელიც აუდიტის სამსახურიდან მოვიძიეთ, ეს შტაბი არაა დაფიქსირებული. რომ საუბრობენ, ვმეგობრობთ და ძმაკაცები ვიკრიბებითო, ეს კანონითაა განსაზღვრული, რომ ძმაკაცები როცა იკრიბებიან, ქირაობენ "სტაფს"და საარჩევნოდ ქირაობენ, ამას ჰქვია საარჩევნო შტაბი, ეს უნდა იყოს რეგისტრირებული და გატარებული, როგორც შემოწირულობა, რადგან ეს ყველაფერი ღირს ფული, მეგობრის სახლიც რომც იყოს, მაშინ ეს არის არამატერიალური შემოწირულობა. ყველაფერს ერთი სახელი აქვს - ივანიშვილის მეთოდები საარჩევნო ბრძოლის, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.ამ ყველაფრის წამალი არის ამომრჩეველთა აქტიურობა და შავგულიძის გამარჯვებასა და დემოკრატიის გამარჯვებას, ამ ოლქში, მთაწმინდაში გარდამტეხი პრეცედენტის შექმნას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა ბოკერიამ.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)