|
2019-06-04 18:43:08, 1676 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ნუ აწევთ სააკაშვილის წონას ასე, არ მგონია მის გამო ევროპის დედაქალაქში ბახტაძე ზელენსკის ხვდებოდეს
„პარლამენტებს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და თუ მჭიდრო თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, თუ ასეთი შეხვედრა მალე შედგება პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, როგორ გარემოშიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. შეკითხვაზე - შესაძლოა თუ არა, რომ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იყოს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი ამდენად აქტუალური არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიხელ სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას ჩრდილს ვერ მიაყენებს და ხელისუფლებებს შორის მეგობრობა გაგრძელდება. „არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმდენად აქტუალური იყოს, რომ ამის გამო სადღაც, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთმანეთს ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ხვდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილის წონას ასე ნუ ავწევთ, რომელიც მას პრინციპში საერთოდ არ აქვს. უკრაინელ მეგობრებთან მეგობრობის მოთხოვნა გვაქვს, მეტი მოთხოვნა არ გვაქვს. ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა გაღრმავდეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ეს საკითხი ჩრდილს იმ ისტორიულ მეგობრობას ვერ მიაყენებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული. გაგრძელდება მეგობრობა ხელისუფლებებს შორის. მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ შერჩა, მას პასუხი ქართველმა ხალხმა არაერთგზის გასცა. სამართლებრივადაც პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძენს სააკაშვილი რაიმე როლს უკრაინაში, ერთი ასეთი ჰქონდა და როგორ დამთავრდა, კარგად იცით. თუ რაიმე მცდელობა მომავალში ექნება, ასეთივე "წარმატებით" დასრულდება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)