|
2019-06-04 16:12:10, 1787 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში დაწესებულების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ერთი ან რამოდენიმე თანამშრომლის პოზიცია და ქმედებები ორგანიზაციის ან თანამშრომელთა გუნდის პოზიციას არ ასახავს. "ჩვენი დაწესებულების ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო აცხადებს შემდეგს: ყველა თანამედროვე საკანონმდებლო რეგულაციით, ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც, ორგანიზაციის სახელით ინფორმაციის გავრცელების ან ქმედებების ლეგიტიმაცია აქვს მხოლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლობით რგოლს. ერთი ან რამოდენიმე თანამშრომლის პოზიცია და ქმედებები არ ასახავს ორგანიზაციის ან თანამშრომელთა გუნდის პოზიციას. ჩვენი დაწესებულება წარმოადგენს საზოგადოების მხოლოდ ერთ შემადგენელ ნაწილს და გასაგებია, რომ საზოგადოების განწყობა ამა თუ იმ ინტენსივობით აისახება დაწესებულების თანამშრომლებზე. არ შეიძლება რომ ორგანიზაციაში სადაც 500-ზე მეტი ადამიანი შრომობს ყველას ჰქონდეს ერთნაირი დამოკიდებულება საკითხებისადმი. გამომდინარე აქედან საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლების სხვადასხვა რაოდენობა აფიქსირებდა მოსაზრებების იმ მრავალფეროვნებას, რაც შესაბამისი და მოსალოდნელია არსებულ პირობებში. სწორეთ ეს გარემოება და მედიკოსთა ჰუმანიზმი გახდა იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია არ წარმოჩნდა როგორც ერთიანი მონოლითური გუნდი, და ცალკეული თანამშრომლების საზოგადოებრივი აქტივობა არ გახდა ჩვენი განხილვის ან კონტრქმედებების საგანი. რესპუბლიკური საავადმყოფო კვლავაც აგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში, და რჩება ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში. ჩვენ მზად ვართ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას რაც თანამედროვე მედიცინის განვითარებას უკავშირდება. გარწმუნებთ, ჩვენი დაწესებულების თანამშრომელთა გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალი ინფრასტრუქტურის პირობებში სრულფასოვნად განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი მაღალი დონის სამედიცინო დახმარების სტრატეგია. ბოლო პერიოდში ჩვენი დაწესებულება საქმიანობს „მშენებლობის ეპიცენტრში“. რამოდენიმეჯერ შეიცვალა, შემცირდა და ტრანსფორმირდა ჩვენი მოქმედების არეალი. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ჩვენი იმედი, მომავალი, ჩვენს თვალწინ იძენს რეალურ სახეს. ჩვენი ახალი კორპუსი, დღეს უკვე არის ჩვენი ქალაქის არქიტექტურის ჰარმონიული ნაწილი. ჩვენ, რათქმაუნდა ძალიან გვეჩქარება, რომ მოგვეცეს ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. ჩვენი „მოუთმენლობა“ არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიახლის სურვილთან. უბრალოდ არსებულ პირობებში მუშაობის მზარდი სიძნელე, ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული ხარვეზები იწვეწვს ჩვენი პაციენტების უკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ ძალიან მტკივნეულია. გვინა დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვისაც პირდაპირ თუ ირიბათ მიუძღვის წვლილი ჩვენი საავადმყოფოს განახლების და სრულყოფის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)