2019-05-31 16:45:16, 1417 ნახვა
საზოგადოება
შსს „თბილისი პრაიდზე“: დაგეგმილ ადგილებზე ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია
"თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოადგინეს "თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, "თბილისი პრაიდი" თბილისში, 18-დან 24 ივნისამდე უნდა გაიმართოს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან