|
2019-05-31 15:18:07, 1371 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: პრემიერის გამოსვლა უტიფრობის და უსუსურობის კომბინაციაა
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრს გამოსვლას "უტიფრობის და უსუსურობის კომბინაცია" უწოდა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად აბსოლუტურად მოუმზადებელი მოვიდა. "მთავარი საკითხი არის პოლიტიკური უსუსურობის და უტიფრობის კომბინაცია რასაც ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან ვხედავთ. პრემიერი ასე უტიფრად, პირდაპირ, კითხვებზე პასუხს არ გვცემს, სხვა თემაზე საუბრობს და თან თვით ბაქი-ბუქის პროცესშია. ეს არის დიდი უპატივცემულობა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ პარლამენტის და საზოგადოების მიმართ, როდესაც ადამიანი მოდის, და მომზადებულიც კი არაა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც მას კარგა ხნის წინ დაუსვეს. მინდა შეგახსენოთ, რომ მარტივ რაღაცებზეა საუბარი, აქ არ არის რაღაცა ძაან რთული - ოთხოზორია- ტატუნაშვილის საქმეზე რომ ვსაუბრობთ, ვსვამთ მარტივ კითხვას: წლებია, რატომ არ წაუყენეს ბრალი, იმ ადამიანებს, რომლებზეც ამომწურავი მტკიცებულებებია, გადაღებულია მკვლელობისას ეს ხალხი. ამაზე მეტი მტკიცებულება ბრალის წასაყენებლად წარმოუდგენელია, ასე არ გაგიმართლებს, სხვა მკვლელობების შემთხვევაში, ასე ფირი არ გექნება. და რა პასუხს ვიღებთ? რაღაცა სადღეგრძელოებს, აბსოლუტურად უსუსურს და უტიფარს ერთდროულად. იგივე შეიძლება ითქვას თიბისი ბანკზე - გვინდა გავიგოთ მისი პოზიცია, ის კი სხვა თემაზე საუბრობს, წელში იმართება და ჰგონია,რომ თუ უმრავლესობისგან სამარცხვინო ტაშს მოისმენს, ესაა საზოგადოებისთვის საკმარისი. ივანიშვილის დაკვეთაა, ვიცით, რომ ღარიბაშვილი იყო ამის მებაირახტრე და ჰგონიათ, რომ ივანიშვილს მოსწონს ეს, ან როცა უსუსური ხარ, ამით აკომპენსირებ მერე ამას. უსუსურობის და უტიფრობის პოლიტიკური კომბინაციაა, ის რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ ბატონი ბახტაძესგან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)