|
2019-05-30 16:38:19, 947 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება
თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება. მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაკის პარკში გაიმართება გასართობი ღონისძიებები, რომელიც 12:00-დან 19:00 საათამდე გასტანს. ღონისძიება მოიცავს საბავშვო სტუდიების და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კონცერტს, თოჯინების თეატრის წარმოდგენებს, ზღაპრის გმირების გასართობ აქტივობებს, კონტაქტურ ზოოპარკს, დრამერებისა და ანიმატორების შოუს, საბავშვო-გასართობ სადგურებს 20-ზე მეტ ადგილზე, საპნის ბუშტების შოუს, ზალიკოს ცენტრის კუთხეს, კულინარიულ კუთხეს, ორიგამის კუთხეს, ქიმიურ ლაბორატორიას, ილუზიონისტების შოუს, საბავშვო გამომცემლობების კუთხეს, ტიტანის რობოტების შოუს და ა.შ. 13:00-დან 22:30 საათამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ გაიმართება სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი და სახელოვნებო სკოლების გამოფენა. საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით, გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართება კონცერტი „ბზიკების“, „ლურჯა ცხენების“, „რეზო და ბავშვების“, საჯარო სკოლების სტუდიებისა და ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით. ასევე, მოეწყობა რამდენიმე გასართობი სივრცე. გლდანის გამგეობის ორგანიზებით, გლდანის პარკში გაიმართება მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები და გამოიყოფა სპეციალური სივრცეები სხვადასხვა შოუებისთვის. კრწანისის რაიონის გამგეობა საბავშვო ღონისძიებას ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში გამართავს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თოჯინების თეატრი, ბაკურ სულაკაურის ხატვის მასტერკლასი, მხიარული სტარტები, კლოუნები და ზღაპრის გმირები. საღამოს დაასრულებს ბავშვთა ორკესტრი. ისნის რაიონის გამგეობა პატარებს რიყის პარკს დაუთმობს. წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ადგილზე მოეწყობა მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, „ბრაზიანი ჩიტები“, გასაბერი ბატუტი. პატარებს გაართობენ მასკოტები, ოჩოფეხები და ანიმატორები. გაიმართება საპნის ბუშტების, ილუზიონისტების და აზოტის შოუ, ასევე, მხიარული სტარტები. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ღონისძიებას აღმაშენებლის N61-ში გამართავს. მოწვეულ პატარებს აქაც კონცერტი, ანიმატორები, სხვადასხვა თამაშები და შოუები ელით. მთაწმინდის გამგეობა პატარებს 9 აპრილის ბაღში საპნის ბუშტების შოუს, კლდეზე ცოცვას, ბატუტზე ხტომას, ვირტუალური რეალობის სივრცეებს და ილუზიონისტების შოუს შესთავაზებს. ღონისძიება საბავშვო ანსამბლის კონცერტით დასრულდება. სამგორის რაიონის გამგეობა საბავშვო ღონისძიებას „ჰუალინგ ჯგუფთან“ ერთად სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს. მთელი დღის განმავლობაში აქ იგეგმება სპორტული შეჯიბრებები, თამაშები, მოძრაობის თეატრის შოუ, კონტაქტური ზოოპარკი, ანიმატორების და ილუზიონისტების შოუები, გამოფენა-გაყიდვა და კახა კუხიანიძის სტუდიის საბავშვო საკონცერტო პროგრამა. საღამო სტეფანეს კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღონისძიებას ზღვის უბანში გამართავს. კონცერტში მონაწილეობას 20 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენ. ბავშვთა დაცვის დღეს თბილისის ზოოპარკიც სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. მრავალფეროვანი ღონისძიების პარალელურად, აქვე გაიმართება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის შინაური ცხოველების გაჩუქების აქცია. ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის - „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ გამარჯვებულები.
(NS)
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)