20:04 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 11:55:26, 771 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ფერმერების შეკითხვებს უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობის და საჭიროების შესახებ.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე, სერვისების გაუმჯობესებასა და  საგრანტო დახმარებების საჭიროებაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ და ახალგაზრდა ფერმერებს არსებულ პროექტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ასოციაციებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და ფერმერთა ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.

   

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics