20:05 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 19:16:26, 865 ნახვა

საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პარლამენტმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივის საფუძველზე მომზადებული, ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის პარლამენტს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისათვის.

მიღებული კანონით, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკად მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა და ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე და 172-ე მუხლებში შევიდა.

მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ შეესაბამებოდა არსებულ რეალობასა და თანამედროვე, დასავლური განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებით, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. ამასთან,  დადგენილი ნორმები მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთისა და პრევენციის, ასევე, სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით, ეფექტური და მოქნილი გახდა.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კონკრეტულად განისაზღვრა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების კვალიფიკაცია და თითოეული კანონდარღვევისათვის დადგინდა ადეკვატური სანქციის ზომა. ასევე, არასრულწლოვანი პირის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგებლობა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics