|
2019-05-29 17:37:41, 717 ნახვა
რეგიონი
ზაფხულის ტურისტულის სეზონის ეფექტურობას ზედამხედველობას, საკორდინაციო საბჭო გაუწევს
ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო რედისონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საკორდინაციო საბჭოს წევრები დაესწრნენ ზაფხულის ტურისტულ სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრის მთავარი მიზანი ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის კორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი ეფექტურად მოგვარების გზების დასახვაა. „შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას მიმდინარე ტურისტულ სეზონს. დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ტურისტები საჭიროებენ მაღალი სტანდარტის მასპინძლობას. ტურიზმის სექტორში დინამიკა არის მზარდი, როგორც სტატისტიკის ისე ხარისხის თვალსაზრისით და ბუნებრივია, ეს უფრო მეტ მოლოდინს ქმნის. აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული კლასტერის შექმნაზე მაღალმთიან აჭარაში. ეს მოიცავს მწვანე ტბას, კურორტ გოდერძის და ბეშუმს, სადაც აქტიური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება და მიმდინარეობს, “ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სექტორთან შეხვედრისას. შეხვედრაზე სექტორს სიტყვით მიმართა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, რომელმაც აქცენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებსა და 2019 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის მოლოდინებზე გააკეთა. „წელს, მოლოდინი გვაქვს, რომ აქტიური და წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი გვექნება აჭარაში. ტურისტებს ველოდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა განსაკუთრებით ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც რეგიონის რეკლამირებას აქტიურად ვანხორციელებთ ისეთი რეიტინგული მედიაპლატფორმებით, როგორებიცაა BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსი. ივნისიდან, ამას ემატება უკვე National Geographic-სა და Travel Channel. წელს, პირველად გვემატება ჩარტერული ფრენები ევროპული ქვეყნებიდან ესტონეთიდან, ლიეტუვადან და პოლონეთიდან, რასაც გარდა ეკონომიკური სარგებელისა მაღალი პოლიტიკური სარგებელი აქვს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. რეგიონში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავამ გააკეთა. მან აქცენტი მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გააკეთა. ტურიზმის სექტორთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სპეციალურად ზაფხულის ტურისტულის სეზონის ეფექტურად წარმართვისთვის შექმნილი საკორდინაციო საბჭოს წევრებთან სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს საშუალება მიეცათ სექტორში არსებულ გამოწვევებზე და სიახლეებზე ესაუბრათ. საჯარო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ჯუმბერ ბატაძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე ესწრებოდა. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)