|
2019-05-29 13:48:06, 1115 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: სააკაშვილი ილუზიურ სამყაროში ცხოვრობს და მას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილუზიებში ცხოვრობს და მას საქართველოში პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს. დეპუტატი, ასევე, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინა-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. "ინანებს თუ არა ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას, მე ამაზე ვერ ვიმსჯელებ. მე, მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში იმ ქვეყნის გადასაწყვეტია. როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებისას მიიჩნიეს, რომ სამართლებრივი ნორმები მაშინ იმგვარად იყო დარღვეული, რომ უფრო სწორი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს მათი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით: უკრაინა არის, იყო და იქნება ყოველთვის ჩვენი ახლო მეგობარი და სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყანა. კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილებები მოგვეწონება თუ არა, ვერც ქვეყნის და ვერც ხალხების ურთიერთობაზე მიზერულ გავლენასაც ვერ მოახდენს. ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მედიასაშუალებაში და პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, ეს გასაგებია. საქართველოსთან მიმართებაში სააკაშვილი არის წარსული და მას აქ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ის ილუზიურ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს და გააგრძელებს იქ ცხოვრებას, სხვა შანსები იმ კაცს ამ ქვეყანაში არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილი შეეცდება უამრავ რამეს, რა გამოუვა ეს მეორეა, საქართველოში ის წარსულია და ძალიან ცუდი წარსული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)