19:08 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 19:13:08, 990 ნახვა

საზოგადოება
შსს - უხვი ნალექის გამო გიორგი მინდელის ხიდსა და შეშელიძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისში მოსული უხვი ნალექის და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ.

უწყების ცნობით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდულია გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე და შეშელიძის ქუჩაზე.

„ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებები და საგზაო მოძრაობის წესები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 112-დან მიღებულია შეტყობინებები დედაქალაქში შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელების და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვის შესახებ. მეხანძრე-მაშველებმა 80-მდე ასეთ შეტყობინებაზე უკვე მოახდინეს რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დატბორილი ადგილებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ამ დროისთვის, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics