|
2019-05-25 16:06:57, 1011 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დიპლომატებთან და მერის მოადგილეებთან ერთად დარგო. „მწვანე სივრცეების არსებობა, გამწვანება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ეს არის ახალი სკვერებისა და პარკების მოწყობა, ასევე, არსებული პარკების რეაბილიტაცია. ამჟამად კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობის გამწვანების სამუშოები მიმდინარეობს. დაახლოებით, შვიდი ათასზე მეტი ძირი ხე ირგვება, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად, ახალგაზრდობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან ჩართულები. პირობას გაძლევთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. დედაქალაქში მწვანე ნარგავების დარგვის და გამწვანების აქციაში ჩართვის მნიშვნელობაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმაც ისაუბრა. „ხეების დარგვის პროცესში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე. გვჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სურვილის სიმბოლოა, რომელიც თბილისის გამწვანებას ეხება. დარწმუნებული ვარ, ქალაქში უფრო მეტი გამწვანებული სივრცე შეიქმნება. აღნიშნული აქცია ასევე, ახალი ნარგავების გაშენების სიმბოლოა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიხილავთ. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. დღევანდელი აქციით, კუს ტბის მიმდებარედ არსებულ ფერდობზე დაახლოებით, 1000-მდე ნერგი დაირგო. ერთი კვირის განმავლობაში კი სულ 6,9 ჰექტარზე, ჯამში 7 600 სხვადასხვა ჯიშის და სახეობის ნერგი დაირგვება. მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, იფანი (ჩვეულებრივი), ელდარის ფიჭვი, ასევე, გზის ნაპირებზე - ჰიმალაის კედარი. გამწვანების სამუშაოების მიზანი ტყის აღდგენის გზით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშეწყობაა. ნერგების მოვლა-პატრონობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოეწყობა. გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერთან ერთად, მონაწილეობდნენ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, "ეკოსერვის ჯგუფის", ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები; ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, კულტურის სფეროს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)