|
2019-05-25 11:15:16, 789 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და „თიბისის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ძველი კოლხური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა - დავით ლორთქიფანიძემ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ქურდიანმა მოაწერეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ პრიორიტეტად ტექნოლოგიური ინოვაციების ისტორიის შესწავლა იქცა, რომლის შესაძლებლობას მუზეუმის კოლექციებში დაცული არაერთი უნიკალური არტეფაქტის ექსპერიმენტული კვლევა იძლევა. სხვადასხვა დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები და ოქრომჭედლობა, როგორც ლითონის დამუშავების დახვეწილი მეთოდი, უნიკალურია და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში. თიბისის მხარდაჭერით, კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამ არტეფაქტების, ლითონის დამუშავებისა და ოქრომჭედლობის უნიკალური მეთოდების კვლევა და რეკონსტრუქცია იგეგმება. ეროვნული მუზეუმი და თიბისი ერთობლივად განახორციელებენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, ინოვაციურ პროექტებს, რომელთა მიზანი ძველი კოლხური კულტურის პოპულარიზაციაა. ეროვნული მუზეუმის როლი მოსახლეობის არაფორმალური განათლებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია, თიბისი იზიარებს ეროვნული მუზეუმის ხედვას და მის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სამუზეუმო საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მემორანდუმი მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული კულტურის განსაკუთრებულ როლს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 2020 წელს ვანის განახლებული მუზეუმის გახსნა იგეგმება, რომელშიც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ვანის მუზეუმის კოლექცია მსოფლიოში „ოქრომრავალი კოლხეთის" სახელითაა ცნობილი. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სწორედ ამ კოლექციის სტრატეგიულ ბრენდ-პლატფორმას, ვიზუალურ ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის. ასევე იქნება განახლებული ვანის მუზეუმის ოფიციალური პარტნიორი.
(NS)
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)