|
2019-05-23 18:55:15, 1394 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: პედაგოგების მიერ საპენსიო ჯილდოთი სარგებლობა ნებაყოფლობითია
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საპენსიო ასაკის პედაგოგების მიერ საპენსიო ჯილდოთი სარგებლობა ნებაყოფლობითია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პედაგოგებს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებასა და ჯილდოს აღებას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა სამჯერ ექნებათ. „საპენსიო ასაკს ვინც მიაღწია, მათთვის არის გაკეთებული ნებაყოფლობითი შეთავაზება. ყველა პედაგოგი, საპენსიო ასაკის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას საკუთარი ნების მიხედვით, თვითონ და რამდენჯერმე იღებს. არის რამდენიმე პირობა, პირველი - შეუძლია ახლავე გააკეთოს არჩევანი, მეორე - შეუძლია გამოცდაზე გავიდეს და თუ ვერ ჩააბარა გამოცდა, მაშინვე შეუძლია ჯილდოთი ისარგებლოს. შეუძლია კიდევ გაიაროს ზაფხულის განმავლობაში გადამზადება და შემოდგომაზე კიდევ გავიდეს გამოცდაზე. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დაძლია გამოცდა, უკვე მესამედ ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჯილდოთი ისარგებლოს. ანუ, ფაქტობრივად, ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის შექმნილი, რომ ადამიანებმა აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი გააკეთონ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამჯერ და ასევე, თავისი არჩევანის მიხედვით გაიარონ გადამზადებები“, - აღნიშნა ბატიაშვილმა. მისივე თქმით, ჯილდოთი სარგებლობა მხოლოდ სტატუსის არ მქონე პედაგოგებს შეეხებათ, რადგან სერტიფიცირებული პედაგოგების პირობები ყოველწლიურად ისედაც უმჯობესდება. კითხვაზე, თუ რამდენადაა სახელმწიფო ფინანსურად მზად გასცეს საპენსიო ჯილდოები და ხომ არ გამოიწვევს ეს მასწავლებლების დეფიციტს, ბატიაშვილმა უპასუხა, რომ შესაბამისი გათვლები გაკეთებულია. „ჯილდოთი სარგებლობა შეუძლიათ საპენსიო ასაკის მქონე უსტატუსო პედაგოგებს. სტატუსის მქონე პედაგოგებს ყოველწლიურად გაუუმჯობესდებათ ხელფასები. ვისაც სტატუსი გააჩნია, იმათი პირობების ისედაც უმჯობესდება და მათ ყოველწლიურად, მინიმუმ 150-200 ლარით გაეზრდებათ ხელფასები. რაც შეეხება ფინანსებს, მაისის ბოლომდე ხდება გამსვლელების რეგისტრაცია. ამის მიხედვით მოხდება დათვლა რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს. ჩვენ ამ გათვლებს წარვადგენთ ფინანსთა სამინისტროში და სამინისტრო შესაბამის კანონში შეიტანს ცვლილებას. ყველანაირი მზაობა არის, გათვლები გაკეთებულია. ყველა ადამიანი, ვინც ამის სურვილს განაცხადებს, მიიღებს 2 წლის ხელფასს. რაც შეეხება დეფიციტს, იმ პედაგოგების რიცხვი, რომლებმაც შეიძლება ჯილდოთი ისარგებლოს და დატოვოს სკოლა არ არის ისეთი რაოდენობა პედაგოგების, რომელიც სისტემაზე შეიძლება აისახოს. ამიტომ, ასეთი შეიძლება მოხდეს სკოლის დონზე, ეს ადგილობრივად უნდა დამენეჯმენტდეს, რომ დეფიციტი ამოივსოს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)