|
2019-05-23 17:51:05, 1348 ნახვა
კომენტარი
თურნავა მაღაროელების გაფიცვაზე: ოპერატიული მოლაპარაკება და კონსესუსი ორივე მხარის ინტერესებშია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგება. თურნავამ აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მხარეებს მოლაპარაკებების დაჩქარებისკენ მოუწოდა. „პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ ადამიანების მოთხოვნა, რომ მათ ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეთ, იყოს დაცული და შესრულებული. ეს რა თქმა უნდა, შეეხება კვების ნორმალურ პირობებს, შრომის უსაფრთხოებას, ადგილზე სამედიცინო მომსახურების გაწევას და ყველაფერს, რაც ელემენტარული, ღირსეული შრომის პირობების შემადგენელია. სახელმწიფო თავიდანვე ჩართულია ამ პროცესებში, კერძოდ, შრომის ინსპექცია ჩართულია მედიაციის პროცესში და ისევ ვამბობ, რომ ყველაფერი, რაც შეეხება შრომის, ღირსეული და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აქ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ჭიათურელების მოთხოვნას, ვიქნებით შეუპოვრები და პრინციპულები. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს - ფინანსურ პაკეტს, ხელფასებს, ამასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ვიცით რომ კომპანიას საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება აქვს გაკეთებული და მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარის მონდომებით მიღწეული იქნება თანხმობა და კონსესუსი, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული გიგანტი, როგორიცაა ჭიათურ მანგანუმი და რომელიც 3000 ადამიანზე მეტს ასაქმებს, მუშაობის ნორმალურ პირობებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. გაფიცულებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად ისარგებლონ მედიაციის პროცედურებით, რაც კანონმდებლობით სწორედ ასეთი ვითარების განსამუხტადაა შემოთავაზებული. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, იმიტომ, რომ ასეთი საკითხები მხოლოდ დიალოგით გადაწყდება და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ორივე მხარის ინტერესებშია ოპერატიუალი მოლაპარაკება და კონსესუსი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, ჭიათურაში, მაღაროელები უკვე მე-7 დღეა შიმშილობენ. ისინი აცხადებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მაღაროელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)