17:31 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 17:45:36, 1284 ნახვა

საზოგადოება
რას ჰყვება კასპში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე

სოფელ აღაიანში, დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობის ღამეს ბავშვის მამა, მიხეილ დვალიშვილი იხსენებს. 

როგორც დვალიშვილი "ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს, მეუღლე მას ეჭვიანობის მიზეზებს ხშირად აძლევდა. ამასთან, მოკლული ბავშვის მამა, ვერ ხსნის, თუ რატომ ჩაიდინა მისმა არასრულწლოვანმა მეუღლემ დანაშაული.

დვალიშვილის თქმით, მას სახლის აივანზე ეძინა, როცა დაახლოებით ღამის 12-ის ნახევრისთვის მეუღლემ მას ოთახში შესვლა და დაძინება სთხოვა. დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე მან შვილი გარდაცვლილი იპოვა, ხოლო მეუღლე სახლში აღარ იყო.

როგორც დვალიშვილი იხსენებს, მისი მეუღლე მუდმივად მესიჯობდა, SMS შეტყობინებების შინაარსს კი უმალავდა, რაც მათ შორის კონფლიქტის მიზეზი იყო.

ცნობისთვის, 22 მაისს კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი მოკლა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics