17:32 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 15:01:22, 1303 ნახვა

საზოგადოება
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ეს არის დაგეგმილი სიბინძურე, ტელეფონი გამიტეხეს

ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ომარ მახარაძე, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, აცხადებს, რომ მას ტელეფონი გაუტეხეს.

ლექტორი სუტდენტის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს.

"ეს არის დაგეგმილი სიცრუე, სიბინძურე. ჩემი ტელეფონის „აიქლაუდი“ გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით, მივლინებით ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნებზე, ეს მთელმა რაიონმა იცის. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება", - განაცხადა ომარ მახარაძემ TV25-თან სატელეფონო საუბრის დროს. 

ცნობისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს. 

ამასთან, ლექტორს საქმიანობის უფლება შეუჩერდა დროებით შეუჩერდა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics