|
2015-06-29 17:18:08, 721 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზამ ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შეამცირა
1 ივლისიდან , „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით მცირდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, ცვლილება ეხება, როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს. „აღნიშნული მარკეტინგული გადაწყვეტილება, სარკინიგზო გადაზიდვების ამ სექტორში კომპანიის გაყიდვების სამომავლო ზრდას გამოიწვევს, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პოზიტიურად აისახება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)