08:52 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 18:43:17, 885 ნახვა

რეგიონი
ფერმერებს ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ბოსტნეული კულტურებისმყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფერმერებს, აგრარული დარგის სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის მონაწილეები პომიდვრის, ტკბილი წიწაკის და ბადრიჯნის მყნობის საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდებს გაეცნენ და მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.

ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებებისადმი გამძლე საძირის და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას, რაც მცენარეების დაავადებებისგან დაცვას, ვეგეტაციის გახანგრძლივებას და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.

ჩითილების დამყნობის ახალი ტექნოლოგია ფუზარიოზით დაავადებულ ნიადაგში ქიმიკატების გარეშე ბოსტნეული კულტურების მოყვანის ერთადერთი შესაძლო მეთოდია. აღნიშნული დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის გზით კი ფერმერები შეძლებენ მოსავლიანობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებისთვის რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს, რომელიც როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებას მოიცავს. მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება უწყების ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics