|
2019-05-20 17:16:46, 1247 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: სააკაშვილი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და რა გზით არის მოპოვებული, პასუხი საზოგადოებას თავად ექნება
ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული, ამაზე პასუხი საზოგადოებას თავად ექნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, რა გზით ექნება ყოფილ პრეზიდენტს ნაშოვნი ქონება, ამაზე პასუხი საზოგადოება თავად ექნება. „რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ ეს მრავალ მილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით ნამდვილად, ოღონდ რამდენიმე კვირა იფიქრეს ამაზე და ეხლა მოიფიქრეს ახალი პიარ სტრატეგია, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ბინა ეკუთვნის მის ბიძას და არა მას. ერთადერთი ეს იყო, რაც მოიფიქრეს იმიტომ, რომ იმდენად უტყუარი ინფორმაცია აღმოჩნდა, ფაქტი შეძენის ნამდვილად ვერ უარყვეს. მრავალ მილიონიანი ქონება მაიამიში, რომელიც ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს გვაცოდებს, რომ ფული არ აქვს და ევროპაში ხალხს ეხვეწება, რომ რაღაც გროშები ჩაურიცხონ , რომ კამპანია აწარმოოს, ეს რას ნიშნავს ალბათ ხალხმა უნდა განსაჯოს და ამას ლაპარაკიც არ ჭირდება. აქ არის ყველაფერი ხელის გულზე, ყველაფერი ნათელია და ამას მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვეღარ უშველის. არის ფაქტიურად უტყუარი დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული ეს არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)