06:46 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 16:37:13, 1102 ნახვა

პოლიტიკა
სოსო არჩვაძე: ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი ღია მხარდაჭერაა საქართველოში მიმდინარე რეფორმების ახალი ტალღისადმი

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქრისტიან ლაგარდის ვიზიტს  ექსპერტები  აფასებენ.

ეკონომიკის ექსპერტ  სოსო  არჩვაძეს  მიაჩნია,  რომ  ლაგარდის პირველი ვიზიტი საქართველოში  არა იმდენად გაცნობითი ხასიათისაა, რამდენადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იმ რეფორმებისადმი მხარდაჭერის გამოხატულება, რომლებიც ბოლო წლებში  საქართველოში  ხორციელდება - ინკლუზიური ეკონომიკით   დაწყებული  საპენსიო რეფორმით დამთავრებული.

„თბილისში სტუმრად მყოფმა სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ეკონომიკასა და საბანკო სფეროში გატარებულ რეფორმებს, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთა გადალახვა მოუხდა და ახლაც უწევს საქართველოს ღია, გახსნილი ეკონომიკის პირობებში. სწორედ თანმიმდევრული რეფორმების საფუძველზე მოხერხდა საქართველოში ბიზნესისათვის გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემოს ფორმირება. ამ რეფორმების გრძელვადიანი მიზანი მკაფიოა - ესაა ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონის სტანდარტებზე გასვლა.  ამასთანავე, მან  გამოხატა ღია  მხარდაჭერა საქართველოში რეფორმების ახალი ტალღისადმი.  მათ შორის,   განათლების რეფორმა  და   სასამართლო სისტემის დახვეწა დასახელდა. ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის წარმატების მნიშვნელოვან კომპონენტებად, მას მიაჩნია ქართველი ხალხის ტოლერანტობა, გახსნილობა და წარსულის გამოცდილების გათვალისწინება“, - აცხადებს  სოსო  არჩვაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics