|
2026-07-02 22:58:17, 4317 ნახვა
პოლიტიკა
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
ინდოეთში ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აიათოლა ჰაკიმ ელაჰიმ განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება. მან გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით ახსნა. აღსანიშნავია, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. New York Times წერდა, რომ მოჯთაბა ხამენეი აშშ-სა და ისრაელის იერიშების შედეგად მიღებულ ჭრილობებს კვლავ მკურნალობდა და სახეზე მიყენებული დაზიანებების გამო, რომლებმაც მის საუბრის უნარზეც იმოქმედა, ვიდეო ან ხმოვანი მასალების ჩაწერისგან თავს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მიდის. ეს ინფორმაცია ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა. ამასთან, რუსეთში ირანის ელჩის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დაესწრება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაეილ ბაღაეიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ „პატივი“ დაესწრონ ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას, რადგან ისინი ომის დროს „ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ“.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)