06:46 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 13:06:11, 1109 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ყველა თანამოქალაქემ უნდა შეიგრძნოს, რომ ივანიშვილის რეჟიმი სახიფათოა

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ბრძოლა ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით უნდა გამოუცხადონ.

დეკანოიძის თქმით, ბრძოლის მთავარი მექანიზმი მოსახლეობასთან კარგი კომუნიკაცია და იმ გზავნილის მიტანაა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის „ივანიშვილის რეჟიმი“ სახიფათო.

„ბრძოლა არის ჩვენი, ჩემი მეგობრების, ჩვენი პარტიის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, არჩევანი. ყველა მეთოდით და განსაკუთრებით, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან კარგი, ძლიერი კომუნიკაცის საშუალებით. უნდა მივიტანოთ მთავარი გზავნილები, რატომ არის ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის, რატომ არის საფრთხეში ჩვენი ქვეყანა, ყველა შესაძლო მექანიზმით, ყველა შესაძლო ბერკეტით, სამართლიანი არჩევნების მოპოვების მცდელობით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიგრძნოს, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. გაერთიანებული ოპოზიცია და პროდასავლური პარტიები შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ პროპორციული არჩევნების შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის აქციები, მათ შორის კომუნიკაცია, ყველა შესაძლო ეფექტური მექანიზმი“, -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics