|
2019-05-19 21:05:27, 1019 ნახვა
პოლიტიკა
სულხან სალაძე: ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამასთან, სალაძემ რამდენიმე დარღვევა გამოჰყო, რომელიც საია-ს დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესში დააფიქსირეს. „20:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნაწილის ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატებოდა ზუგდიდის ოლქში ამომრჩევლების ნების კონტროლში და ყველა სხვა ოლქის მასშტაბით ასევე საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ამ ფონზე შემაშფოთებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილი სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. თავის განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ-გამოცემა presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავება. როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი წინაპირობა, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ჩვენ ვაპირებთ, ამ საკითხს მივადევნოთ თვალი. საია-ს დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს, 14:00 საათის შემდეგ კვლავ იყო პრობლემები და ორ უბანში გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო ხმის მიცემის პროცესი“, - განაცხადა სალაძემ. მისი თქმით, ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციას სულ 7 საჩივარი წარუდგინა. „14:00 საათის შემდეგ საია-მ საარჩევნო ადმინისტრაციას ერთი საჩივრით მიმართა, რომელიც ზუგდიდის ოლქის N83 უბანზე განმეორებით ხმის მიცემას შეეხებოდა. ამ დროისთის ხმის მიცემის ეტაპზე ჩვენ სულ 7 საჩივარი გვაქვს წარდგენილი. დამკვირვებლები უბნებზე რჩებიან და აგრძელებენ დაკვირვებას, ხვალ კი შესაძლოა, საჩივრების მეტ რაოდენობაზე ვისაუბროთ, გააჩნია, თუ როგორ წარიმართება ხმების დათვლა“, - განაცხადა სალაძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)