|
2019-05-19 12:05:40, 1073 ნახვა
პოლიტიკა
ფიზიკური დაპირისპირება სოფელ კოკში - დაკავებულია ერთი პირი
ზუგიდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, 97-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ საჩივარი შეცდომით შეავსო. აღნიშნული ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენებმა გააპროტესტეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ კოკში ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი პირი, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდგომ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, საარჩევნო უბანზე ვითარება მშვიდი იყო, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების გამოჩენის შემდეგ ვითარება დაიძაბა. ხაბეიშვილის მტკიცებით, ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი მათ მოსვლამდეც იყო მობილიზებული. „მე რომ მოვედი პოლიცია უკვე იყო. შეცდომით დაწერეს საჩივარი, გამოაგდეს ჩვენი წარმომადგენელი, რა არის ტყუილი. გვაქვს ვიდეო, სადაც ქალბატონი ადასტურებს რომ შემეშალა და ახსნა განმარტება დავწერეო“, -განაცადა ლევან ხაბეიშვილმა.
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)