|
2019-05-19 10:22:47, 1061 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია: „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის
„რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ვიდეო-მინართვაში განაცხადა. როგორც გვარამია აღნიშნა, ეს იმისთვისაა, საჭირო რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტურად იმუშავოს და ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ მოახერხოს. „ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში ინფორმაციას რაიმენაირი ფორმით დადასტურებულს მოიტანს, რომ მასზე არჩევნების გაყალბების მიზნით ზეწოლა ხორციელდება, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით ნებისმიერი ფორმით, ის ადამიანი ჯილდოდ „რუსთავი 2“-სგან 1000 ლარს მიიღებს. ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. „რუსთავი 2“ 1000 ლარიან ჯილდოს აწესებს თითოეულ ადამიანზე, რომელიც ინფორმაციას მოიტანს იმის შესახებ, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე, ეს იქნება ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, საარჩევნო ადმინისტრაციასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვამხელთ, არჩევნების გაყალბებაში და ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის 1000-ლარიან ჯილდოს ვაცხადებთ. ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის იმუშავეთ და მოიპოვეთ თავისუფლება ჩვენთან ერთად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)