16:30 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 18:33:51, 931 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ენმ-ს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის სურვილი აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, არჩევნების ჩაშლის საშუალება არავის მისცენ.

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ხედვები. შეიძლება, იყო პატარა ექსცესები, თუმცა ყველაზე მოხდა რეაგირება. ჩვენ ვისმენთ იმას, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანები მიყავთ დედაქალაქიდან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის სურვილი აქვს. შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ და არ უნდა მოხდეს არეულობა. მოვისმინეთ ცესკო-ს განცხადება, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული შესაბამისი სამსახურები, რათა მშვიდობიან გარემოში მოხდეს არჩევნების წარმართვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics