|
2019-05-16 15:53:03, 1550 ნახვა
სამართალი
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხელ სარჯველაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა 2019 წლის სექტორული სტრატეგიები და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმები, აგრეთვე 2018 წლის პროგრესის ანგარიში დაამტკიცეს. ღონისძიებაზე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტები. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭომ და მისმა სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა. ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტების მხარდაჭერით, შემუშავდა პროგრესის ანგარიშის შემუშავების ინსტრუქცია, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდა საბჭოში შემავალი უწყებებისთვის. შეიცვალა სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, გახდა უფრო მოქნილი, ლაკონური და შედეგზე ორიენტირებული, თითოეული უწყების ხედვა/პოლიტიკა გაცილებით უკეთ არის წარმოდგენილი. დოკუმენტი მაქსიმალურად ლაკონურია, რაც საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს აძლევს საშუალებას მოკლედ, და ამვდროულად, ამომწურავად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, გაეცნოს მას სრულად ან ადვილად მოძებნოს ის საკითხები, რაც მათთვის, რეფორმის ფარგლებში, ყველაზე მნიშვნელოვანია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო მისიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე განხორციელდა და მუშავდება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ შორის: შემუშავდა სისხლის კოდექსის მასშტაბური ცვლილებების პროექტი; სისხლის სამართალწარმოების გაუმჯობესების მიზნით უზენაესმა სასამართლომ მოამზადა რამდენიმე სახელმძღვანელო და კვლევა პრაქტიკის ანალიზის უზრუნველსაყოფად;
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)