|
2019-05-15 17:40:57, 1407 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ქობულიაზე: ამ უცხომ პირველმა გაბედა ემხილა ის მახინჯი მმართველობის წესი, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის აზრით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა. მისი თქმით, გუნდში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს, ხოლო განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო "ქართული ოცნების" წევრებს პარტიის დატოვება უწევთ. "ჩვენ დღეს მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ის მოხსნეს იმის გამო, რომ იგი არ დაემორჩილა ქვეყანაში არსებულ არაფორმალური მმართველობის წესებს, რომ იგი გაათავისუფლა ბიძინა ივანიშვილმა. შუამავალი ამ გათავისუფლების პროცესში იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც, ბუნებრივია, ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს და წარმოუდგენელია, რომ მას ეკონომიკის მინისტრი მისი მოწვევიდან რვა თვის თავზე მოეხსნა. მთავარი პრობლემა, რაც მან ახსენა, არის ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სასარგებლო იყო ქვეყნისათვის პოლიტიკური მიზეზების გამო არ ხორციელდებოდა, და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რომლის გაკეთებას მან შეუშალა ხელი, რეალურად მისი ხელისუფლებიდან გაშვების მიზეზი გამოდგა. მან ახსენა ერთი სიტყვა, რომ მთავრობაში მას განიხილავდნენ უცხო სხეულად და ამავე დროს, ეუბნებოდნენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ის არის უცხო აი ამ გარემოსათვის. უცხო გარიყეს და აი ამ უცხომ პირველმა გაბედა, რომ ემხილა ის მახინჯი მმართველობის წესი, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში. მან, ბუნებრივია, მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პარტიის ხელმძღვანელობა დაასახელა, მაგრამ ძალიან სასაცილოა, რომ ვთქვათ, თითქის პარტია "ქართულ ოცნებას" ხელმძღვანელობა ჰყავს. პარტიის პოლიტსაბჭოს სია წაიკითხეთ და გაგეცინებათ - ამ ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ, პირიქით,განსხვავებული აზრისათვის ისევე შეუძლიათ გააგდონ პარტიიდან,როგორც მათზე არანაკლებ წონადი ფიგურები, რომლებიც იყვნენ პარტიაში და გაუშვეს. პარტიის ხელმძღვანელობა, პარტიის მეფე, ქვეყნის მბრძანებელი არის ერთი ადამიანი. მან არ თქვა ბიძინა ივანიშვილის გვარი და სახელი, მაგრამ პარტიული ლიდერის როლი გამოკვეთა. რატომ არ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის ის ადამიანი, რომელიც მის გაშვებას გაბედავდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)