|
2019-05-15 16:00:42, 1373 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს მოუსმინოს, თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ
თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს მოუსმინოს, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ნორმალური მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში, ჟურნალისტების მიერ გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც წარსული ნაბიჯია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს. "რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ვიცი რა კონტექსტში თქვა მან ეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის ეფექტური და ამავე დროს, სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ბუნბრივია, ასეთ დროს აქცენტი სწორეს ეფექტურ და სწრაფ გადაწყვეტილებებზე უნდა კეთდებოდეს. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა ის ფაქტი, რომ ინფრასტრუქტურული დანახარჯების გაზრდის მიუხედავად, მათი ათვისება მოხდა გადაჭარბებით. მისი თქმით, 2019-2020 წლებში ბიუჯეტი ჯამურად 26 მილიარდზე მეტი იქნება და მთავრობის ამოცანაა, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში ამ თანხის ისე ინვესტირება, რომ მოქალაქეებს დღეს ობიექტურად არსებული პრობლემები მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ. "ჩვენი მიზანია, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ნებისმიერი ოჯახის პრობლემები დაძლეული იყოს და მათ ამაში მაქსიმალურად ეხმარება. როდესაც ვსაუბრობთ ამხელა რესურსის მართვაზე, ბუნებრივია, ამას სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები სჭირდება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ, ამ თანხიდან მომდინარე სიკეთე ჩვენს მოქალაქეებამდე დროულად მივიტანოთ. არ ვიცი, რა კონტექსტში ახსენა ყოფილმა მინისტრმა სწრაფი გადაწყვეტილებები, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება კიდევ უფრო მეტად სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვას, გიორგი ქობულიას კონკრეტულად რომელი ინიციატივები ფერხდებოდა, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს თავად ყოფილმა მინისტრმა უნდა დააკონკრეტოს. "გოგა ქობულია არის ძალიან მაღალი დონის ეკონომისტი, აქვს შესაბამისი გამოცდილება, იგი მუშაობდა დარგების განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტრატეეგიებზე და ამ ნაწილში რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და საინტერესო დოკუმენტი შედგა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები. არც ერთი ინიციატივა, რომელმაც შეიძლება დამატებითი დოვლათი და ღირებულება შექმნას ჩვენი ეკონომიკისთვის, არასოდეს გაჩერდება. მეტიც, თითოეული სამინისტროს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის სამინისტროს მთავარი დავალებაა, მეტი ინიციატივა მოდიოდეს უწყებებიდან, რისი გაკეთება შეგვიძლია ახლებურად, რა სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას, ინვესტორებს და კერძო სექტორს. სწორედ ასე უნდა მუშაობდეს ეფექტური მთავრობა, ჩვენ ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)