11:03 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-15 13:53:42, 1635 ნახვა

სამართალი
ერთ თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 118 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 118 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 60 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 11, იმერეთში - 12, გურიაში - 4, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 2, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5, მცხეთა-მთიანეთში - 3, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლის მასშტაბით - 8, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 11 ფაქტი დაფიქსირდა. 

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 363 მ3-მდე  ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტენიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი და ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა - 52). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics