|
2019-05-15 11:27:23, 969 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ასკარ მამინმა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მაღალ დონეზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას და ამ კონტექსტში ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება, მათ შორის პორტების განვითარების გზით. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გააქტიურების კუთხით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების მნიშვნელობას და ამ პროცესში ორი ქვეყნი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს. მხარეების შეფასებით, საქართველო და ყაზახეთი ისტორიულად კარგი პარტნიორები არიან და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, თუმცა შესაძლებელია კიდევ უფრო მეტის გაკეთება. საქართველოს დელეგაცია მიესალმა ყაზახი ინვესტორების დაინტერესებას, ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ინვესტიციები ლოგისტიკის სფეროში, ასევე განავითარონ სხვადასხვა სახის გადამამუშავებელი წარმოება. საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები რეგულარული გახდება და სხვა ქალაქებიც დაემატება. გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მემორანდუმები სოციალურ-შრომით და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე - შეთანხმების ოქმი საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ და საგზაო რუკა 2019-2022 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების შესახებ. დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)