08:01 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-15 11:09:31, 1087 ნახვა

რეგიონი
გიორგი შენგელია: მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან, რომ მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება

 „მაქსიმალურად ახლოს ვიქნებით მოსახლეობასთან, რომ მოკლე ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება", - ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯვაროს უბანში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და კერძოდ, საჯვაროს უბანში მიმდინარეობს.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით საჯვაროს უბნის მოსახლეობას. ადგილობრივებს ძირითადად საგზაო ინფრასტუქტურა, სანიაღვრე არხები და საბავშვო  მოედნების პრობლემა აწუხებთ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და განსაზღვრულია ვადები ამ სამუშაოების შესასრულებლად. ჩვენ  მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics