01:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-15 00:37:12, 1081 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: კანონი არ დამირღვევია

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხიპირველთანსაუბარში ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ოლქი მრავალრიცხოვანია და ეტაპობრივად გაიცემა გარკვეული ტიპის დოკუმენტაცია და ინვენტარი.

„ჩვენი ოლქი არის მრავალრიცხოვანი 107 უბნიანი და შესაბამისად ეტაპობრივად გავცემთ გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას და ინვენტარს. კონკრეტულად დღეს იყო გადაცემული ამომრჩეველთა ერთიანი სიები, კედლის გასაკრავი ვერსია, ამომრჩევლის ბარათები მეორე ეტაპზე დასარიგებლად. 18 წელს მიღწეული ახალგაზრდებისთვის ასევე ფლაერები და ცესკოს თავმჯდომარის მომართვა მათი ჩართულობის აქტიური მონაწილეობისთვის არჩევნებში.

გადავეცით ასევე დოკუმენტი თუ ინვენტარი, კაბინები ყუთები, ძირითადი, ქსეროქსის აპარატები, კატრიჯი და ასევე რეგისტრატორის და უბნის ბეჭდები დალუქულ მდგომარეობაში. ამას ყოველთვის ასე ვაკეთებთ, ასეთი პრაქტიკა გვაქვს,  რომ რამდენიმე დღით ადრე ეტაპობრივად ვაწვდით გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას და ინვენტარს.

კანონი არ დამირღვევია, შესაბამისად კედლის გასაკრავ სიებთან ერთად  გარკვეულ უბნებს  გადაეცა ამომრჩეველთა ერთიანი სიები სამაგიდე ვერსიები.

შესაბამისად წარმომადგენლებთან, დამკვირვებლებთან ოლქის წევრებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ იმ უბნებისთვის, რომლებისთვისაც იყო გადაცემული უკან მოებრუნებინათ ეს სიები.  სიები მობრუნდა,  ყველა გვერდს ითვლიან ამ ეტაპზე, დათვლილი იქნება და ჩაიდება სპეციალურ პოლიეთილენის პარკში,  არაუგვიანეს 12 საათისა გაიცემა ბიულეტენის ბლოკნოტებთან სპეციალურ კონვერტებთან ინდივიდუალური ნომრის მქონე  სამართლებრივ აქტებთან ერთად.

არაუგვიანეს 12 საათისა კანონმდებლობა მე მავალდებულებს გავცე ბიულეტენები, კონვერტები და ინდივიდუალური ნომრის მქონე სამართლებრივი აქტები შემაჯამებელი ოქმების სახით.

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, არ მავალდებულებს რომ იმ დღეს 12 საათით ადრე გავცე. ამას ეტაპობრივად გავცემ. შეთანხმების საფუძველზე დავაბრუნეთ ეს სამაგიდე სიები. დანარჩენი არაფერი კანონდარღვევა მე არ ჩამიდენია“,- განაცხადა მირანდა მესხმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics