09:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 15:05:57, 1650 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი: უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას მიიღებენ

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს, რესურსცენტრების, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციას ანაზღაურება გაეზრდებათ.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელი  გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას მიიღებს. მათ ხელფასი 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს სამინისტრო სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით ახორციელებს.

რეფორმის მიზანს კი სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს. მიხეილ ბატიაშვილის თქმითვე, სწორედ  ამ მიზნის მისაღწევად  აუცილებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, ძლიერი მასწავლებლები, რომელთაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics