|
2019-05-13 14:44:16, 1242 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე: „ოცნება“ ვიღაცის შეკვეთების შემსრულებელი ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური იდეების გენერატორი
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის აზრით, „ქართული ოცნების“ გასაჯანსაღებლად პარტიის შიგნით აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა იყოს დაცული. მისი შეფასებით, „ოცნება“ ვიღაცის შეკვეთების შემსრულებელი ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური იდეების გენერატორი. „მე მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს უნდა, რომ "ქართულ ოცნებაში" პოზიტიური პროცესები დაიწყოს და ეს პოლიტიკური ორგანიზაცია გააჯანსაღოს, არა იმდენად ახალი სახეების მოზიდვაზე უნდა იფიქროს, არამედ თვითონ გუნდის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში დემოკრატიული სტანდარტის დამტკიცებაზე, რადგან ვინც არ უნდა მოიყვანო ამ მოცემულობაში, ან უნდა დააყენო იმ რეალობის წინაშე, რომ ის იქნება უბრალოდ მოლაპარაკე თავი და ვიღაცის უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციებს გააჟღერებს, და საკუთარი მოსაზრება არ ექნება, ან სხვანაირად ის ამ ჯგუფში არსებობას ვერ შეძლებს. ამიტომ, ახალი სახეები თუ მარტო იმისთვისაა საჭირო, რომ საზოგადოებას განახლების ილუზია შეუქმნან, ეს პოზიტიურად ნამდვილად არ უნდა იქნეს განხილული არავის მიერ. თუ სახელისუფლებო გუნდს მართლა უნდა რაიმე შეცვალოს, უნდა დაიწყოს იმით, რომ დემოკრატიული შიდა პოლიტიკური პროცესი უნდა დაამკვიდრონ, რაც ქართულ ოცნებაში არ არის, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი წამოვიდა ქართული ოცნებიდან. ჩემი აზრით, ეს ადამიანები თავისი პრინციპებისა და ღირებულებების გამო წამოვიდნენ, რაც ქართული ოცნებისთვის ჯანსაღი პროცესი არ არის, პირიქით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ ოცნებაში დამოუკიდებელ აზრს დიდი პერსპექტივა და არსებობის შესაძლებლობა არ აქვს. ამიტომ მთავარი პრობლემა, რაც მგონია, რომ არის "ქართულ ოცნებაში", იმის დანახვა არავის არ უნდა, ეს არის ის, რომ ის უბრალოდ წარმოადგენს ვიღაცის შეკვეთების შემსრულებელ ორგანიზაციას, ადვოკატურას სხვისი პოლიტიკური პოზიციების დასაცავად და არ წარმოადგენს პოლიტიკური იდეების გენერატორს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საერთოდ აინტერესებს ქვეყნის მომავალი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)