|
2019-05-11 15:12:50, 2022 ნახვა
კომენტარი
საქართველოს ელჩი: თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას არ დაუშვებენ
თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში, საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია. ელჩის თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე ის თურქეთის შესაბამისი უწყებებს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. მოგვიანებით თურქულმა მხარემ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღება მათთან შეთანხმების გარეშე, ადგილობრივების მხრიდან მოხდა და შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია. „სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს დავუკავშირდით თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზუემების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართველოს უფროსს. თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას. ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხირდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია“, - აცხადებს გიორგი ჯანჯღავა. შეგახსენებთ, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა. ფოტოებში ჩანს, რომ კარიბჭეში ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული ასევე, ჩალაგებულია მილები და ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)