|
2019-05-10 17:24:13, 1828 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - ფრანგ კოლეგასთან საუბარში „შეჩერების მექანიზმი“ საერთოდ არ ყოფილა განხილული
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიზალიბერალიზაციისა და მისი შეჩერების მექანიზმის რისკებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დღეს, საფრანგეთის შს მინისტრთან "შეჩერების მექანიზმზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და განხილული საკითხები ეხებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ზოგად უსაფრთხოებას და ტერორიზმის რისკებს. „მოდი შევთანხმდეთ, "შეჩერების მექანიზმი" არის ყველასი ჩვენი, მოქალაქეების პასუხისმგებლობა. ყველამ უნდა გავაკეთოთ, ის რომ პატივი ვცეთ, როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ასევე იმ ქვეყნების კანონმდებლობას სადაც მივდივართ ტურისტული, თუ საქმიანი ვიზიტით. ასევე იმ სივრცის კანონმდებლობას, რომლისკენაც მივისწრაფვით, რომლის ნაწილიც ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ. ეს რაც შეეხება კონცეპტუალურ ნაწილს. კონკრეტულად, დღეს ჩემს კოლეგასთან საუბარში "შეჩერების მექანიზმი" საერთოდ არ ყოფილა განხილული. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ის მექანიზმები, რომლებიც ეხება ორგანიზებული დანაშაულის, უსაფრთხოების და ტერორიზმის რისკებს. ასევე განხილული იყო თავშესაფრის მოთხოვნათა ზრდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ალბათ ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა საფრანგეთის რესპუბლიკასთან ამ სამი მიმართულებით გვექნება. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ და მინდა ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩამობრძანებისთვის, თანამშრომლობისთვის, გეგმებისთვის და იმ ხელმოწერილი დოკუმენტისთვის, რომელიც გაფორმდა. გარდა ამისა ჩვენ შევთანხმდით, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო საუბარი გვექნება, რომ განვიხილოთ როგორც მიმდინარე პრობლემები, ისე გეგმები და წარმატებები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)