|
2019-05-10 10:35:55, 1719 ნახვა
კომენტარი
გიორგი შენგელია: სანდრა რულოვსს კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს - ნუ გაექცევა კონკრეტულ საკითხებზე საუბარს
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, მის ოპონენტს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსს საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეიტრალურ ფორმატში, დებატებს სთავაზობს, სადაც ყველა ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს. გიორგი შენგელიამ სანდრა რულოვსი, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში დებატებში ორი დღის წინ გამოიწვია, თუმცა ის დებატებს არ თანხმდება და კანდიდატთან შეხვედრა განმუხურის ამფითეატრში სურს, სადაც შეხვედრა მისი და შენგელიას მხარდამჭერებთან ერთად მოხდება. რასაც "ქართული ოცნების" კანდიდატი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ზუგდიდელების დაპირისპირებას არ დაუშვებს. ,,ორდღიანი ფიქრის შემდეგ, ქალბატონმა სანდრამ გადაწყვიტა რიგით მოქალაქეებს ამოფარებოდა. ჯერ ტელეკომპანია იმედის ეთერში უარი განაცხადა ჩემთან ერთად ჩართვაზე, ხოლო შემდეგ, მე მას შევთავაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ ჩემი ოპონენტი გაურბის ჩემთან პირისპირ საქმიან დისკუსიას და ზუგდიდის მომავალზე კონკრეტულ საუბარს. ისინი ცდილობენ ხალხის დაპირისპირებას. მე ზუგდიდელებს ერთმანეთს არ დავაპირისპირებ! მე ამ მიზნით არ შემითავაზებია დებატები. ჩემი მიზანი იყო, ზუგდიდელებს მოესმინათ ჩვენი კონკრეტული გეგმების შესახებ. მე დავიბადე, გავიზარდე ზუგდიდში და არ დავუშვებ აქ არეულობას. მე ყველას მერი ვიქნები. მათ უნდათ რევანში, ჩვენ - მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა. პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატი უნდა იყოს საქმიანი და მას აქვს თავისი ფორმა - ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მათ შორის ჰოლანდიაშიც და ასეა საქართველოშიც. მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას და მითუმეტეს ამ ცირკში რიგითი ზუგდიდელების გამოყენებას. რა თქმა უნდა, თანახმა ვარ მოვიწვიოთ ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხმობის შემთხევაში, შეგვიძლია მოვნახოთ მაქსიმალურად ნეიტრალური ფორმატი, სადაც ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს შეეძლება კითხვების დასმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ზუგდიდელების და საერთო ეროვნულ დონეზე დააყენებს ჩვენი, როგორც კანდიდატების პასუხისმგებლობას ზუგდიდელების წინაშე. ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს და ნუ გაექცევა კონკრეტულ საკითხებზე და გამოწვევებზე საუბარს, რაც ზუგდიდელებს რეალურად აინტერესებთ”, - აცხადებს გიორგი შენგელია.
(NS)
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)