08:55 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 10:26:19, 1733 ნახვა

სამართალი
მართლწესრიგის ოფიცრები კანტის აკადემიის მოსწავლეებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანტის აკადემიის 150 მოსწავლე და მასწავლებლები ეწვივნენ. სტუმრებს მართლწესრიგის ოფიცრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს მართლწესრიგისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს და სამართალდამცველთა საქმიანობის შესახებ სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინსტიტუტის - "მართლწესრიგის ოფიცრის" ლოგოს გამოსახულებიანი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრა გაიმართა პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება" ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics