|
2019-05-03 21:06:10, 1674 ნახვა
სამართალი
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გათავისუფლდა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა. როგორც საქართველოს პირველ არხს ჭანტურიას ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ განუცხადა, პროკურატურამ ცხრათვიან ვადაში ვერ დაადასტურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა და გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გათავისუფლდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლებელია ჭანტურიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მსგავს თემაზე პროკურატურასთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. გიორგი ჭანტურიას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი, ასევე მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება ედება ბრალად. გიორგი ჭანტურიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა რუსთავის საქალაქო სასამართლომაც. „საქართველოს სსსკ-ის 2301-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა ბრალდებულ გ.ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ბრალდებულის პატიმრობისთვის განსაზღვრული საერთო ვადა 9 თვე, გ.ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს განხილვები და ბრალდებულის მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, გ.ჭ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე დაევალა პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პროცესის მწარმოებელ ორგანოში ჩაბარება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე სასამართლოში გამოცხადება, ამასთან აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სასამართლოს განჩინების აღსრულებისთანავე შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან. მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომები მიმდინარეობს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან, აღნიშნული თარიღიდან დღემდე ბრალდებულ გ.ჭ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 60 სხდომა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)